ტეილორ სვიფტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია. ის დღეში 1 მლნ დოლარს გამოიმუშავებს

საქართველო, თბილისი - 12:39 | 19.10.2015
ნანახია: 4373

ტეილორ სვიფტი ყველაზე მაღალანაზღაურებადი მომღერალია. როგორც The Express -ი წერს, 25 წლის ვარსკვლავი დღეში 1 მლნ დოლარს გამოიმუშავებს. 2015 წლის განმავლობაში მან უკვე 317 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჟურნალისტები აღნიშნავენ, რომ ტეილორ სვიფტს განსაცვიფრებელი წარმატება მისმა ხუთმა ალბომმა მოუტანა, რომელიც 2014 წლის ოქტომბერში გამოვიდა. ერთი კვირის განმავლობაში ალბომის 1 მლნ ეგზემპლარი გაიყიდა.

ამის გარდა მომღერალმა შემოსავლის დიდი ნაწილი 47 ქვეყანაში გამართული ტურნედან მიიღო. მხოლოდ ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებული კონცერტებიდან ოთხი ”გრემის” მფლობელმა 16 მლნ დოლარი გამოიმუშავა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ 30 წლამდე ტეილორ სვიფტი, შესაძლოა, მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი გახდეს.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე