საფრანგეთში 150 მლნ წლის დინოზავრის ჩონჩხს გასაყიდად გამოიტანენ

საქართველო, თბილისი - 14:03 | 23.09.2016
ნანახია: 2598

დინოზავრის ჩონჩხი, რომლის ასაკიც 150 მლნ წელს შეადგენს, Aguttes-ის აუქციონის სახლი გასაყიდად საფრნაგეთში  დეკემბერში გამოიტანს. ამის შესახებ გაზეთი Figaro წერს.

საუბარია ალოზავრის ჩონჩხზე, რომელიც კანის სახელითაა ცნობილი და დედამიწაზე იურულ პერიოდში ცხოვრობდა. მისი ნეშთის სიმაღლე 2,5-ს, სიგრძე კი 6 მეტრს შედგენს. ამჟამად ჩონჩხი ლიონის გალერეაშია გამოფენილი. მედიის მონაცემებით, ის 2010 წელს აშშ-ში გათხრებისას აღმოაჩინეს. ჩონჩხს გამორჩეულად განსაკუთრებულად მიიჩნევენ, რადგან კანის თავის ქალა ყველაზე კარგად არის შემონახული მსოფლიოში  აღმოჩენილ ჩონჩხებს შორის.

უჩვეულო ლოტის თავდაპირველი ღირებულება 800 ათასი ევრო იქნება, თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ მისი ნიშნული მილიონ დოლარს მიაღწევს.

გაზეთი კანის ჩონჩხის მთავარ მყიდველად Palеospace-ის საგამოფენო კომპლექსს მიიჩნევს, რომელიც საფრანგეთში ნორმანდიის ქალაქ ვილიე-სიურ-მერში მდებარეობს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე