გელაშვილის სახე, კადრები გინახავთ, როგორ არ რცხვენიათ? რისთვის სცემეს? - ბიძინა ივანიშვილი

საქართველო, თბილისი - 13:39 | 22.09.2016
ნანახია: 1846

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ამჟამად კახეთში იმყოფება და გადაცემაში "შეხვედრები რეგიონულ მედიასთან" იღებს მონაწილეობას. პრემიერი ბიზნესმენ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს გამოეხმაურა.

მისივე განცხადებით, ბიზნესმენი ვალერი გელაშვილი წინა ხელისუფლების დროს სასტიკად სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს და შემთხვევით გადარჩა.

"გელაშვილის სახე, კადრები გინახავთ, რა ჰქვია ამას? რა ხელისუფლება ჰქვია ამას? რისთვის სცემეს? ოფისი წაართვეს, არ უხდიდნენ ფულს. ისე სცემეს სიკვდილამდე მიიყვანეს, შემთხვევით გადარჩა. გელაშვილის სასამართლო იყო დღეს, თითქოს არაფერი არ მომხდარა. გელაშვილის მსგავსი ფაქტის შემდეგ კრიმინალები საზოგადოებას პირდებიან დეკრიმინალიზაციას. ისინი ამ კრიმინალს მოიტანენ უკან. რის დეკრიმინალიზაცია თავშივე ცრუობს მელიაც და ხოშტარიაც. როგორ არ რცხვენიათ? რომელი ეკონომიკური დანაშაულებების დეკრიმინალიზაციაზეა საუბარი? კრიმინალურ ხელისუფლებას წარმოადგენდნენ. გელაშვილის მაგალითი იდეალურია. ალბათ იტყვიან არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, რომლებიც ალბათ "ნაციონალების" წევრები არიან, როგორ გაბედეს და გამოაცხადეს განაჩენი, როდესაც ვალერი გელაშვილი ხაშურში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კენჭს იყრის“,- განაცხადა ივანიშვილმა შეკითხვაზე, რომლის მიხედვითაც, სასამართლოს დღევანდელი განაჩენით გელაშვილის საქმეში ბრალდებულს ვანო მერაბიშვილს 6 წელი და 9 თვე, ხოლო ერეკლე კოდიას და გია სირაძეს 9-9 წელი მიესაჯათ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე