ირმა ნადირაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა ცუდ ბრძოლაში გაყო თავი

საქართველო, თბილისი - 12:16 | 19.10.2015
ნანახია: 2064

ამ წუთებში, თბილისის საქალაქო სასამართლოსთან "რუსთავი 2"-ის მხარდამჭერები, ასევე სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან შეკრებილები.

ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრის განცხადებით, რუსთავი 2 არის საზოგადოების მიერ შექმნილი ტელევიზია, რომელიც ევროპული ღირებულებებუის დაცვის სადარაჯოზე დგას.

"აქ ყველა ერთი და იმავე მიზნით - რუსთავი 2-ის დასაცავად მოვიდა. რუსთავი 2 არ არის არც ერთი ხელისუფლების შექმნილი, ეს საზოგადოების მიერ შექმნილი ტელევიზიაა, რომელიც სიტყვის თავისუფლების და ევროპული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე დგას. ბიძინა ივანიშვილს უნდა ესმოდეს, რომ ცუდ ბრძოლაში გაყო თავი და ის ამ პროცესში აუცილებლად დამარცხდება," - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე