ბრედ პიტი ანჯელინა ჯოლის სიცრუეში ადანაშაულებს

საქართველო, თბილისი - 10:42 | 21.09.2016
ნანახია: 1584

ინტერნეტ-პორტალი ”თი-ემ-ზეთი” ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის განშორების მიზეზებზე საუბრობს. გავრცელებული ინფორმაციით, პიტს ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მიღების შემდეგ ნერვული აშლილობა ემართებოდა, რის გამოც ოჯახის წევრებს საფრთხე ექმნებოდა. პიტი ჯოლის ამ ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და მეუღლეს სიცრუეში ადანაშაულებს. ინფორმაცია ჰოლივუდური წყვილის განშორების შესახებ პრესაში გუშინ გავრცელდა. 10-წლიანი თანაცხოვრების შემდეგ წყვილმა განქორწინებაზე განცხადება შეიტანა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე