კოლუმბიაში თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

საქართველო, თბილისი - 11:37 | 19.10.2015
ნანახია: 2088

კოლუმბიის დედაქალაქ ბოგოტაში მცირე ზომის თვითმფრინავი საცხოვრებელ კვარტალში ჩამოვარდა. El Tiempo-ს ინფორმაციით, ხუთი ადამიანი დაიღუპა, შვიდი დაშავდა.

თვითმფრინავი ბოგოტას აეროპორტიდან აფრენიდან რამდენიმე წუთში ჩამოვარდა. ის საცხობსა და სამ საცხოვრებელ სახლს დაეცა.

ბორტზე მყოფი ყველა ადამიანი - პილოტი და სამი მგზავრი, მათ შორის მცირეწლოვანი, დაიღუპა. Associated Press-ის ინფორმაციით კიდევ ერთი დაღუპული საცხობში იმყოფებოდა.

დაშავებულები ჰოსპიტალში გადაიყვანეს, ორი მათგანი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში იმყოფება.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე