ნიუ იორკელ ტერორისტს ბრალდება წაუყენეს

საქართველო, თბილისი - 14:15 | 20.09.2016
ნანახია: 1403

ნიუ იორკის ტერაქტში ეჭვმიტანილ ახმად ხან რაჰამის ბრალდება უკვე წაუყენეს. მას ტერორიზმის, სამართალდამცავებზე თავდასხმის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ ტარების მუხლით გაასამართლებენ.

28 წლის რაჰამი პოლიციამ ლინდენის რაიონში დააკავა. დაკავებისას ის მხარში დაიჭრა. დაცვის მხარეს განსასჯელის გირაოთი გამოყვანის უფლებაც ეძლევა.

გირაოს თანხა სასამართლომ 5 მილიონ 200 ათასი დოლარით განსაზღვრა. მასშტაბური ტერორისტული აქტი მანჰეტენზე 18 სექტემბერს განხორციელდა, რის შედეგადაც 29 ადამიანი დაშავდა.

კიდევ ერთი აფეთქება მოხდა ნიუ ჯერსიშიც. მოგვიანებით პოლიციამ ახლომდებარე კვარტლებში კიდევ 5 ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე