სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული 8.51%-ით გაიზარდა

საქართველო, თბილისი - 11:16 | 19.10.2015
ნანახია: 1744

შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაშაულის სტატისტიკის თანახმად, 2015 წლის სექტემბრის თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, სიცოცხლის წინააღმდეგ დანაშაული 8.51%-ით გაიზარდა.

კერძოდ, წელს სექტემბერში სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის 102 ფაქტი დაფიქსირდა, გასულ წელს კი, 94. გაზრდილია განზრახ მკვლელობის (+3 შემთხვევა), მკვლელობის მცდელობის (+5 შემთხვევა) და თვითმკვლელობამდე მიყვანის (+4 შემთხვევა) ფაქტები. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე