12 ბავშვი ემსხვერპლა იემენში კოალიციის ავიაიერიშებს

საქართველო, თბილისი - 13:18 | 20.09.2016
ნანახია: 1378

15 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის 12 ბავშვი ემსხვერპლა იემენში საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით  არაბული ქვეყნების კოალიციის სამხედრო ავიაციის იერიშებს. უცხოური მედიის ინფორმაციით,  ავიადარტყმები ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში განხორციელდა.

ტელეარხ ”ალ-მაიადინის” ცნობით, კოალიციის სამხედრო თვითმფრინავებმა ავიაიერიში ავტომობილზე მიიტანეს, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები იმყოფებოდნენ. იერიში საუდის არაბეთის მოსაზღვრე ელ-ჯაუფის პროვინციაში განხორციელდა. დაღუპულთა შორის სამი ქალი და 12 ბავშვია.

არაბული კოალიციის ხელმძღვანელობას მომხდარზე კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია. 

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე