საბერძნეთში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა

საქართველო, თბილისი - 11:32 | 20.09.2016
ნანახია: 1542

საბერძნეთის სამხედრო ვერტმფრენი ”აპაჩი” ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში ჩამოვარდა. ბორტზე მყოფი ორივე პილოტი ავიაკატასტროფას გადაურჩა. ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული სააგენტოები ავრცელებენ.

შემთხვევა გამთენიისას მოხდა. მფრინავები უვნებლები არიან და თავს კარგად გრძნობენ.

მედიის ცნობით, ვერტმფრენი ჰალკიდიკის ნახევარკუნძულზე ჩამოვარდა. მომხდარის მიზეზები ჯერჯერობით უცნობია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე