კოსტა-რიკაში ვულკანი ამოიფრქვა

საქართველო, თბილისი - 11:00 | 20.09.2016
ნანახია: 1494

კოსტა-რიკაში ვულკანი -ტურიალბა ამოიფრქვა. ამის გამო ქვეყნის ხელმძღვანელობამ დედაქალქის აეროპორტში ავიარეისების მიღება შეაჩერა.

ვულკანური ფერფლისგან გაჩენილი ღრუბლების გამო რვა თვითმფრინავი კოსტა-რიკის ჩრდილოეთით მდებარე აეროპორტებსა და სალვადორში გაგზავნეს.

კოსტა-რიკის დედაქალაქ სან-ხოსედან აეროპორტი ”ხუან სანტამარია” 16 კმ-ში, ვულკანი ტურიალბა კი 36 კმ-ში მდებარეობს.

კოსტა-რიკელი ვულკანოლოგების მონაცემებით, ვულკანზე ორი ძლიერი ამოფრქვევა დაფიქსირდა, ფერფლის ღრუბლები კი 4 ათასი მეტრის სიმაღლზე გაიფანტა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე