ჯიმ კერის მეგობარი ქალის მკვლელობაში ადანაშაულებენ

საქართველო, თბილისი - 09:42 | 20.09.2016
ნანახია: 1459

ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავს ჯიმ კერის მისი ყოფილი მეგობარი ქალის მკვლელობასთან კავშირში ადანაშაულებენ. შესაბამისი სარჩელი სასამართლოში  კარტიონა უაიტის ქვრივმა მარკ ბერტონმა შეიტანა. ამის შესახებ სააგენტო ”როიტერი” იუწყება. ბერტონის განცხადებით, ჯიმ კერი იყენებდა თავის სტატუსსა და ქონებას იმისათვის, რომ უკანონოდ მიეღო კარტიონასთვის ფსიქოტროპული, ძლიერმოქმედი პრეპარატები, რომლებიც შეჩვევას იწვევს და მათი გამოყენება ექიმების მკაცრი კონტროლით ხდება.  

ერთი წლის წინ პოლიციელებმა გოგონას ცხედარი ლოს-ანჯელესში მის საცხოვრებელ სახლში აღმოაჩინეს. სავარაუდოდ, მან მედიკამენტების ჭარბი დოზის მიღებით თავი მოიკლა. მედიის ცნობით, გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე მას და კერის სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ. იმ მომენტისთვის კარტიონა ჯერ კიდევ ბერტონის კანონიერი ცოლი იყო.

ბერტონი ამტკიცებს, რომ კერი პრეპარატებს ”არტურ კინგის”  სახელით იღებდა და უაიტს აძლევდა, იმის მიუხედავად, რომ მან კარგად იცოდა კარტიონას დეპრესიისა და მანამდე თვითმკლვევლობისადმი მიდრეკილების შესახებ.

ბერტონი იმასაც ამტკიცებს, რომ კერი უაიტის გარდაცვალებასთან თავისი კავშირის დამალვას ცდილობდა და აცხადებდა, რომ კარტიონამ აბები მოპარა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე