ევროკავშირი ყირიში ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებს

საქართველო, თბილისი - 09:10 | 20.09.2016
ნანახია: 1863

ბრიუსელს მიაჩნია, რომ ანექსირებულ ყირიმში ჩატარებული საპარლამენტო არჩვნები არალეგიტიმურია. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის კოორდინატორმა ფედერიკა მოგერინიმ განაცხადა.

„ჩვენ არ ვაღიარებთ ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიას და შესაბამისად, არ ვაღიარებთ არც ყირიში ჩატარებულ არჩევნებს. ევროკავშირი კვლავ მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას,“-აღნიშნა მოგერინიმ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე