ნიუ იორკის პოლიციამ ტერაქტში ეჭვმიტანილის ფოტო გამოაქვეყნა

საქართველო, თბილისი - 19:10 | 19.09.2016
ნანახია: 1346

ნიუ იორკის ტერაქტში ეჭვმიტანილი პირის ვინაობა ცნობილია. პოლიციამ ძებნა 28 წლის ახმად ხან რახამიზე გამოაცხადა, რომელიც შეერთბული შტატების მოქალაქეა.

პოლიციის ინფორმაციით, ძებნილი შეიარაღებულია და საზოგადოებისთვის საშიშია.  მასშტაბური ტერორისტული აქტი ჩელსის რაიონში 17 სექტემბერს განხორციელდა. აფეთქების შედეგად 29 ადამიანი დაშავდა.

მოგვიანებით სამართალდამცავებმა ახლომდებარე კვარტლებში კიდევ 3 ბომბი აღმოაჩინეს.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე