ნიგერიაში ლტოლვილთა ბანაკში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა

საქართველო, თბილისი - 11:10 | 19.10.2015
ნანახია: 2014

ნიგერიის ჩრდილოეთ-აღმოსავლეთით ლტოლვილთა ბანაკში აფეთქებას 11 ადამიანი ემსხვერპლა. Yahoo News-ის ინფორმაციით, თავი ორმა თვითმკვლელმა-ტერორისტმა აიფეთქა.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელთა თქმით, ორმა ქალმა ასაფეთქებელი მოწყობილობა მოქმედებაში იძულებით გაადგილებულთა ბანაკში მოიყვანა. ბანაკს ”ისლამური სახელმწიფოს” (მანამდე ”ბოკო ხარამის”) მებრძოლების მიერ დევნილი მშვიდობიანი მოსახლეობა აფარებდა თავს.

მანამდე, 16 ოქტომბერს ნიგერიაში თვითმკვლელმა ტერორისტმა მეჩეთში აიფეთქა თავი, რასაც 42 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე