ამერიკის ავიაიერიშებს ავღანელი პოლიციელები ემსხვერპლნენ

საქართველო, თბილისი - 15:06 | 19.09.2016
ნანახია: 1394

ავღანეთში ურუზგანის პროვინციაში აშშ-ის ავიადარტყმებს რვა პოლიციელი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას ”როიტერი” ავღანელ სამართალდამცველებზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც სააგენტოს ადგილობრივი პოლიციის წარმომადგენელმა განუცხადა, პირველ ავიაიერიშს ერთი პოლიციელი ემსხვერპლა, განმეორებითი ავიადარტყმების შედეგად კი შვიდი სამართალდამცველი დაიღუპა.

აშშ-ის სამხედრო ხელმძვანელობამ საჰაერო დარტყმების ფაქტი დაადასტურა, თუმცა განმარტა, რომ მათი იერიშები მიმართული იყო ტერორისტების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიდნენ ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურებს.

რამდენიმე დღის წინ ”თალიბანის” მებრძოლებმა პროვინციის დედაქალაქზე - თარინ ქოვთზე მიიტანეს იერიში, თავადსხმის მიზანს ადგილობრივი საპყრობილეებიდან ექსტრემისტების გათავისუფლება წარმოადგენდა.

ურუზგანის პროვინცია ”თალიბანის” დამაარსებლის მოლა ომარის სამშობლოა, რომლის ლიკვიდაციაც გასული წლის  წლის ივლისში მოხდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე