”გაზპრომის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი სომხეთის პრემიერ-მინისტრი გახდა

საქართველო, თბილისი - 13:46 | 13.09.2016
ნანახია: 1523

სომხეთის პრემიერმა სერჟ სარგსიანმა ქვეყნის პრემიერ-მინისტრად ”გაზპრომის” ყოფილი ტოპ-მენეჯერი კარენ კარაპეტიანი დანიშნა.

ამ თანამდებობაზე კარაპეტიანმა ოვიკ აბრამიანი შეცვალა, რომელიც გასულ კვირას პოსტიდან გადადგა.

კარაპეტიანი 2010-2011 წლებში ერევნის მერი იყო. გასული წლის ბოლოს კი ”გაზპრომში” საერთაშორისო პროექტების კუთხით გენერალური დირექტორის მოადგილედ დაინიშნა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე