ისრაელი სირიაში თვითმფრინავის ჩამოგდების ფაქტს არ ადასტურებს

საქართველო, თბილისი - 13:23 | 13.09.2016
ნანახია: 1426

ისრაელი სირიის არმიის მხრიდან მათი სამხედრო თვითმფრინავისა და უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოგდების შესახებ გავრცელებულ  ინფორმაციას არ ადასტურებს. ისრაელის ხელისუფლება აცხადებს, რომ თვითმფრინავებს ცეცხლი მართლაც გაუხსნეს, თუმცა ისინი შინ მშვიდობით დაბრუნდნენ.

ამის მიუხედავად, სირიის სახელისუფლებო ძალები ირწმუნებიან, რომ ისრაელის ავიაგამანადგურებელი და უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს. 

ამის შესახებ ინფორმაცია სირიის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „სანამ“ გაავრცელა.

მისი ინფორმაციით,   ისრაელის თვითმფრინავმა გვიან ღამით სირიის არმიის პოზიციებზე იერიში მიიტანა, რომელიც  საპასუხო ცეცხლის შედეგად ჩამოაგდეს. ინციდენტი სირიის სამხრეთ-დასავლეთში მდებარე პროვინცია ქუნეიტარში მოხდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე