NDI: ევროინტეგრაციის ყველაზე მეტი მომხრე ქუთაისშია - 62%

საქართველო, თბილისი - 13:42 | 17.10.2015
ნანახია: 1816

ევროინტეგრაციას ყველაზე მეტად ქუთაისში უჭერენ მხარს. ეროვნულ დემოკრატიული პარტიის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაის შედეგების მიხედვით, ქუთაისის მოსახლეობის 62% დარწმუნებულია, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით. ამავე კვლევის მიხედვით, ეს მაჩვენებელი თბილისში 56%-ს შეადგენს.

ბათუმში ანალოგიურად ფიქრობს რესპოდენტების 42%, ზუგდიდში - 39%, თელავში- 43%; გურჯაანში - 42%; მცხეთაში - 52%; ოზურგეთში - 31%; ახალციხეში - 51%.

დასახლებების მიხედვით ჩატარებული გამოკითხვის საფუძველზე ყველაზე ნაკლებ სარგებელს ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციით ელიან გორში - 37% და ოზურგეთში -31%.

რესპოდენტების 31% გორში მიიჩნევს, რომ საქართველო მეტ სარგებელს მიიღებს, თუ რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის ჩამოყალიბების სანაცვლოდ უარს იტყვის ევროპულ და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციაზე. იგივე აზრისაა გამოკითხული მოსახლეობის 25% თბილისში, 24-24% ბათუმსა და ზუგდიდში, თელავში - 25%, გურჯაანში 32%, მცხეთაში 26%, ოზურგეთში 30%, ახალციხეში 28%. ხოლო ყველაზე მცირე რაოდენობა - 20%, ანალოგიურად ფიქრობს ქუთაისში.

კვლევა 8 აგვისტოდან - 10 სექტემბრამდე პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4,448 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 3.01%. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (Sida) და ატარებს კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრი (CRRC).


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე