თვითმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა - მოსკოვში ქართველი სოპრანო ანა ბუბაშვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოვარდა

საქართველო, თბილისი - 13:25 | 12.09.2016
ნანახია: 1751

25 წლის სოპრანო ანა ბუბაშვილი საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულიდან გადმოვარდა, - ინფორმაციას ამის შესახებ საოპერო მომღერალი თამარ ივერი სოციალური ქსელით ავრცელებს.

„მოსკოვში, მე-12 სართულიდან გადმოვარდა. დედა სულ მასთან იყო…ცოტა ხნით თბილისში ჩამოვიდა და ბრუნდებოდა. დღეს რომ ჩავიდა… კორპუსში მივიდა ბარგით და ასეთი საზარელი სიტუაცია დახვდა. პოლიციის ლენტებით შემორაგული ეზო და ბინა. ექსპერტიზა გაარკვევს თვითმკვლელობა იყო თუ რაიმე ფაქტორის ზემოქმედება. საშინელი, ენით აუწერელი ტრაგედია მოხდა!!! 5 წლის წინ ასევე დაკარგა 14 წლის საღსალამათი ძმა…ექსკურსიაზე გული გაუსკდა ბავშვს. რა დააშავა ამ ოჯახმა არ ვიცი. შოკში ვართ ყველა!“, – წერს თამარ ივერი.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე