ავარიის შედეგად ვლადიმერ პუტინის მძღოლი დაიღუპა - შემთხვევა მოსკოვში

საქართველო, თბილისი - 13:40 | 07.09.2016
ნანახია: 1812

მოსკოვში მომხდარი ავტოსაგაზო შემთხვევის შედეგად რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის  მძღოლი დაიღუპა, ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Daily Mail-ი რუსულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ადგილობრივი მედიის ცნობით, ავარიის დროს მანქანაში თავად პუტინი არ იმყოფებოდა.

ინციდენტი მოსკოვის ცენტრში, კუტუზოვის გამზირზე მოხდა. პრეზიდენტის კორტეჟის BMW-ს ავტომობილს Mercedes-ის მარკის მანქანა შეეჯახა. პუტინის მძღოლი ადგილზევე დაიღუპა. 

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის პრესსამსახურს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე