თბილისობასთან დაკავშირებით ზოგიერთი ავტობუსის განრიგი შეიზღუდება

საქართველო, თბილისი - 17:51 | 16.10.2015
ნანახია: 1915

 

თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ქალაქში იგეგმება ღონისძიებები, რის გამოც 17 და 18 ოქტომბერს დროებით შეიზღუდება მუნიციპალური ავტობუსების მოძრაობა ხეთაგუროვის და გორგასლის ქუჩებზე, ასევე დაიკეტება ევროპის მოედანი.

მარშრუტები, რომლებიც გაივლიან ორთაჭალაში, იმოძრავებენ მარჯვენა სანაპიროს, მშრალი ხიდის, ვირსალაძის ქუჩის და ისევ მარჯვენა სანაპიროს გავლით ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო № 59 და №122 მარშრუტები ხეთაგუროვის ქუჩის ნაცვლად იმოძრავებენ მარცხენა სანაპიროს გავლით.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე