რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობების აღსადგენად მზად არის

საქართველო, თბილისი - 18:31 | 05.09.2016
ნანახია: 1590

რუსეთი აშშ-სთან ურთიერთობების აღდგენისთვის მზად არის, ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჰუანჩჟოუში "დიდი ოცეულის" სამიტის შემდეგ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"დღევანდელი მდგომარეობა ნორმალური არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ ურთიერთობების სრული ფორმატით აღდგენას",  -აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.

ვლადიმერ პუტინის თქმით, ურთიერთობების აღდგენისთვის აშშ-მა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები, მათ შორის სანქციების გაუქმებასთან დაკავშირებით. პუტინი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი კომპრომისისკენ უნდა ისწრაფოდეს.

ბარაკ ობამასა და ვლადიმერ პუტინს შორის შეხვედრა “დიდი ოცეულის” სამიტის ფარგლებში გაიმართა. მოლაპარაკებები დაახლოებით 90 წუთს გაგრძელდა. მთავარი განსახილველი საკითხები უკრაინის კრიზისი და სირიის კონფლიქტი იყო. როგორც მოგვიანებით ბარაკ ობამამ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რუსეთის პრეზიდნეტთან შეხვედრა  იყო კონსტუქციული, თუმცა არა დასკვნითი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე