თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებულები გაათავისუფლეს

საქართველო, თბილისი - 16:52 | 16.10.2015
ნანახია: 1717

თამარ ჩერგოლეიშვილი და მასთან ერთად დაკავებული 2 პირი რამდენიმე წუთის წინ გაათავისუფლეს.

ჩერგოლეიშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ორმაგი სტანდარტებია დამკივიდრებული და თავისუფალი აზრი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის მიუღებელია. მისი თქმით სწორედ ეს ფაქტი გახდა ჩერგოლეიშვილისა და მასთან ერთად კიდევ 2 პირის დაკავების მიზეზი.  

შეგახსენებთ, რომ გაზპრომთან მოლაპარაკების წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ტელეკომპანია ტაბულას დირექტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, ამავე ტელევიზიის პროდიუსერი ლექსო მაჭავარიანი და ერთი სტუდენტი დააკავეს.

გამოძიება მათ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 150-ე მუხლით ედავება, რაც ქალაქის იერსახის დაზიანებას ითვალისწინებს.

საქალაქო სასამართლოში პროცესი 17:00 საათზეა ჩანიშნული.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე