სახელმწიფო დეპარტამენტში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ-ის გეგმების შესახებ ისაუბრეს

საქართველო, თბილისი - 09:37 | 01.09.2016
ნანახია: 1605

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში აშშ-ის მოვლენების განვითარების კონკრეტული გეგმა აქვს. ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კოორდინატორმა დენიელ ფრიდმა განაცხადა.

დიპლომატმა სცენარის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა. ”ჩვენ ეს საკითხი განვიხილეთ გერმანელებთან, ფრანგებთან, პოლონელებთან და ბრიტანელებთან. თუ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრა მოხდება,  ჩვენ შემუშავებული გეგმა გვაქვს”, - განაცხადა ფრიდმა.  

ფრიდმა ასევე აღნიშნა, რომ დონბასში საომარი მოქმედებების განახლების შემთხვევაში სანქციები  მოსკოვის წინააღმდეგ გაიზრდება. ”ჩვენ ეს ევროპასთან განვიხილეთ. ვიცით, რა უნდა გავაკეთოთ ამ შემთხვევაში”, - დაამატა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 18 აგვისტოს განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიან შეჭრას არ გამორიცხავდა.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე