”ისლამურმა სახელმწიფომ” მთავარ მტრად რომის პაპი გამოაცხადა

საქართველო, თბილისი - 09:24 | 01.09.2016
ნანახია: 2083

ტერორისტული ორგანიზაცია ”ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებმა რომის პაპი ფრანცისკე ნომერ პირველ მტრად დაასახელეს. ამის შესახებ Daily Express-ი ექსტრემისტების გამოცემა Dabiq-ზე დაყრდნობით წერს.

”ჩვენ გვძულხარ იმისათვის, რომ არ გწამს ალაჰი. გვძულხარ იმიტომ რომ შენი მაღალი და ლიბერალური საზოგადოება იმის უფლებას იძლევა, რასაც ალაჰი კრძლავს”, - ნათქვამია ისლამისტების მიმართვაში.

კერძოდ, მებრძოლები 79 წლის პონტიფიკს ლგბტ-თემისადმი მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

როგორც ბრიტანული გამოცემა აღნიშნავს, მანამდე ”ისლამურმა სახელწმიფომ” გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ვატიკანზე თავდასხმისა და რომის პაპის მკვლელობის გეგმების შესახებ საუბრობდნენ. თუ როდის გავრცელდა ეს ვიდეო გამოცემა არ აკონკრეტებს.

ვატიკანის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პონტიფიკს ექსტემისტების მუქარის არ ეშინია.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე