თურქეთში ამერიკელი ჟურნალისტი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 09:10 | 01.09.2016
ნანახია: 1745

ამერიკელი ჟურნალისტი ლინდსი სნელი, რომელიც სირიაში პროფესიულ საქმიანობას ეწეოდა, თურქმა სამართლადამცველებმა დააკავეს.

ამის შესახებ პრესკონფერენციაზე სახელმწიფო დეპარტამენეტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ განაცხადა. ”აშშ-ის მოქალაქე ლინდსი სნელი თურქთში 2016 წლის 7 აგვისტოს დააკავეს. ამჟამად ის ჰათაის პროვინციის ციხეში იმყოფება”, -განაცხადა კირბიმ.

მისი თქმით, დაკავებამდე ჟურნალისტი სირიაში იმყოფებოდა, საიდანაც თურქეთის ტერიტორიაზე გადავიდა. NBC News-ის ინფორმაციით, ჟურნალისტს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშუალებენ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე