საქართველოს პრეზიდენტი ანაკლიაში "მომავლის ბანაკს" ესტუმრა

საქართველო, თბილისი - 14:16 | 30.08.2016
ნანახია: 1226

გიორგი მარგველაშვილი დღეს ანაკლიის "მომავლის ბანაკს" ესტუმრა და ბანაკის მონაწილეებს გაესაუბრა.

საქართველოს პრეზიდენტს ,"მომავლის ბანაკში" სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ რევაზ ჯაველიძემ უმასპინძლა, რომელმაც პრეზიდენტს ბანაკის ინფრასტრუქტურადაათვალიერებინა და შემეცნებითი პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.

პრეზიდენტმა ახალგაზრდების შეკითხვებს უპასუხა და ბანაკის მონაწილეებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღო.

"მომავლის ბანაკში" 14 - დან 18 წლამდე ასაკის 300 ახალგაზრდა ისვენებს, ბანაკი სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ტარდება, რომელიც სპორტისა დაახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ექვემდებარება.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე