დიდუბის რაიონს 12 განახლებული სკვერი შეემატა

საქართველო, თბილისი - 10:36 | 30.08.2016
ნანახია: 1384

დიდუბის რაიონში 12 მოსასვენებელ სკვერს რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

გამგეობის თანამშრომლებმა  დაზიანებულ სკვერებში აღრიცხეს არსებული დაზიანებები, ამის შემდგომ კი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ სკვერების რეაბილიტაცია განახორციელა.

სკვერებში მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. ტერიტორიები შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით. სკვერებში აგრეთვე დამონტაჟდა საჩრდილობლები.

სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 170 000 ლარი დაიხარჯა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე