თეა წულუკიანი: ჰააგის გამოძიების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს ანწუხელიძის, ხუბულურის, სოფრომაძის წამება და მკვლელობა

საქართველო, თბილისი - 12:54 | 16.10.2015
ნანახია: 1706

 "გამოძიების ერთერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის წამება და მკვლელობა", - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჰააგის პროკურორთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

"ჩვენ მათთან, პირველ რიგში, იმ უმნიშვნელოვანესი მიმართულებით ვითანამშრომლებთ, რომელსაც თავად ჰააგის პროკურორმა ხაზი კიდევ ერთხელ გაუსვა. ეს არის ცხინვალის რეგიონში ქართველთა ეთნიკური წმენდა. დავაყენეთ საკითხი, რომ ეს გამოძიება ვერ ჩაითვლება სრულფასოვნად, თუ ჰააგის პროკურატურამ არ გამოიძია ჩვენი ქართველი სამხედრო ტყვეების წამების და მათი მკვლელობის ფაქტები. დავაყენე საკითხი, რომ გამოძიების ერთერთი მთავარი მიმართულება უნდა იყოს გიორგი ანწუხელიძის, კახა ხუბულურის, უშანგი სოფრომაძის წამება და მკვლელობა და ასევე დანარჩენი 23 ქართველი სამხედრო ტყვის მიმართ წამება და სხვა არაადამიანური მოპყრობის ფაქტები", - განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე