სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

საქართველო, თბილისი - 14:50 | 29.08.2016
ნანახია: 1286

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ხერგიანმა ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სამტრედია-გრიგოლეთის მონაკვეთზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.

სამტრედია–გრიგოლეთის ავტომაგისტრალის პირველი - 11,5 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლოების პროექტის ფარგლებში დაიგება  4 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზია, აშენდება  8 სახიდე გადასასვლელი და  27  ხელოვნური ნაგებობა. ამ დროისათვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფუძვლისა და  ხელოვნური ნაგებობების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

სამტრედია-გრიგოლეთის გზის აღნიშული მონაკვეთი  ქალაქ სამტრედიას და  სამტრედიისა და აბაშის მუნიციპალიტეტის სოფლებს: ტოლებს, გორმაღალას, პირველ მაისსა და გაუწყინარს გაივლის.  პროექტის დასრულების შემდეგ, მოძრაობა კომფორტული  და უსაფრთხო გახდება, შემცირდება საავტომობილო გადაზიდვების ხარჯი და გაიზრდება სატრანზიტო მიმოსვლა.

პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით უკრაინული კომპანია “Road Building ALTCOM” ახორციელებს.

 

 



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე