თეა წულუკიანი: ფატუ ბენსუდას ვაცნობე, რომ რუსეთის როლი მის შუამდგომლობაში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი

საქართველო, თბილისი - 12:49 | 16.10.2015
ნანახია: 1850

ფატუ ბენსუდას ვაცნობე, რომ რუსეთის როლი მის შუამდგომლობაში სათანადოდ არ არის წარმოდგენილი, - ამის შესახებ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორთან, ფატუ ბენსუდასთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

"რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მე მას ვაცნობე, რომ შუამდგომლობაში რუსეთის როლი სათანოდოდ არ არის წარმოდგენილი. რუსეთის, რომელიც თავს დაგვესხა. შევახსენე, რომ ოკუპაცია არ დასრულებულა, ოკუპაცია მიმდინარეობს და რომ ჩვენ ჰააგის სასამართლოს დონეზე გვექნება სამართლებრივი დავა რათა ვამტკიცოთ, რომ დიახ, ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლომ უნდა განიხილოს საკითხი, შეიძლება თუ არა იყოს სამხედრო დანაშაული განგრძობადი, რისი პრეცედენტიც მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ, თუმცა ჩვენ ამაზე ვიმუშავებთ და სამართლებრივად ვიბრძოლებთ", - განაცხადა წულუკიანმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე