კიევში რუსი ჟურნალისტი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს

საქართველო, თბილისი - 15:06 | 28.08.2016
ნანახია: 1501

კიევში რუსი ჟურნალისტი ალექსანდრე შეტინინი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. ცხედარი მისმა მეგობრებმა სკამზე დამჯდარი ნახეს, რომელსაც თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა ჰქონდა. იარაღი კი სკამის ქვეშ იყო.

სამართალდამცველების განცხადებით, არსებული ყველა გარემოება მიუთითებს, რომ ჟურნალისტმა თავი მოიკლა, თუმცა ექსპერტიზის დასრულებამდე გამოძიება პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე მკვლელობის ვერსიასაც არ გამორიცხავს.

ალექსანდრე შეტინინი საინფორმაციო სააგენტო "ახალი რეგიონის" დამფუძნებელი იყო.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე