შსს-ს საგზაო უსაფრთხოების კამპანიას საქართველოში გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ნილს სკოტი შეუერთდა

საქართველო, თბილისი - 14:18 | 28.08.2016
ნანახია: 2399

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“ საქართველოში გაეროს მუდმივი კოორდინატორი ნილს სკოტი შეუერთდა. „მოხარული ვარ, რომ ვუერთდები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიას. ჩვენ გვინდა, რომ გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს უსაფრთხო. ამის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი არის საგზაო უსაფრთხოება. მიუხედავად იმისა, ვართ მთავრობის წევრები თუ ცალკეული პირები, ჩვენ ყველა ვიყენებთ გზას. უნდა ვიმუშაოთ იმაზე,  რომ გზები გახდეს კიდევ უფრო უსაფრთხო. ეს უნდა გავაკეთოთ ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვის და პირველ რიგში ბავშვებისთვის, მომავალი თაობისთვის. უნდა დავამტკიცოთ ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დაშავებულების და იმ ადამიანების რიცხვი შევამციროთ, ვინც ყოველწლიურად გზებზე იღუპება. ჩვენ  მდგრადი განვითარების მიზნებს შევუერთდით იმისათვის, რომ 2020 წლამდე გზებზე დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გავანახევროთ. ეს არის შესანიშნავი კამპანია. ვუერთდებით  შინაგან საქმეთა სამინისტროს და საპატრულო პოლიციას, იმის დასამტკიცებლად, რომ ვიმუშავებთ ერთად და მივაღწევთ საგზაო უსაფრთხოებას“, - განაცხადა ნილს სკოტმა.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე