დაპირისპირება საკრებულოში - "თბილისის მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ჰყვებოდა"

საქართველო, თბილისი - 17:15 | 26.08.2016
ნანახია: 1482

ცოტნე გამსახურდია თბილისის საკრებულოს სხდომაზე მომხდარი დაპირისპირების მიზეზებზე საუბრობს. როგორც გამსახურდიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დაპირისპირება მოჰყვა იმას, რომ თბილისის მერი გამოსვლის დროს ზღაპრებს ჰყვებოდა და დამსწრე საზოგადოებას თვალებში ნაცარს აყრიდა.
„დავით ნარმანიას თქმით, არ სჯერა იმის, რომ ყაზბეგის გამზირზე ჯანმრთელი ხეები დაჩეხეს და გამოძიების დასრულებას ელოდება. სანამ გამოძიება დასრულდება, დასრულდება უამრავი ადამიანის სიცოცხლე ამ ქალაქში, სწორედ იმ ეკოლოგიური მდგომარეობის გამო, რომელშიც ნარმანია და მისი უუნარობაა დამნაშავე“, - განაცხადა ცოტნე გამსახურდიამ.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე