საკრებულოში სხდომა განახლდა

საქართველო, თბილისი - 17:16 | 26.08.2016
ნანახია: 1218

დედაქალაქის საკრებულოში დაპირისპირების გამო შეწყვეტილი სხდომა განახლდა. დავით ნარმანიამ ყაზბეგის ქუჩაზე მოჭრილი ხეების შესახებ საუბარი გააგრძელა და აღნიშნა, რომ მიმდინარეობს გამოძიება.

„ყაზბეგის ქუჩაზე ხეების მოჭრასთან დაკავშირებით  საქმეზე დაწყებულია გამოძიება. მე ველოდები გამოძიებას და არ მინდა უდანაშაულობის პრეზუმცია დავარღვიო. პასუხისმგებლობას არავინ არ გაურბის, მაგრამ მთავარია, პროცესი მივიდეს ბოლომდე”, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

მისი თქმით, თბილისის მერიამ მიიღო საკმაოდ მოცულობითი დოკუმენტი და გასცა ნებართვა მხოლოდ ხმელი ხეების გაჩეხვაზე.

"18 საღი კიპაროსის მოჭრაზე ჩვენ ნებართვა არ გაგვიცია“, - განაცხადა ნარმანიამ. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე