საქართველოს პრეზიდენტმა იტალიის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

საქართველო, თბილისი - 17:02 | 26.08.2016
ნანახია: 1397

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა იტალიელ ხალხს და იტალიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს ქართველი ხალხის სახელით მიუსამძიმრა.

„ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა იტალიაში მომხდარი კატასტროფული მიწისძვრის შესახებ.

ამ ძნელბედობის ჟამს, როდესაც ასობით უდანაშაულო სიცოცხლე და ოჯახი შეეწირა სასტიკ სტიქიას, ქართველი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გიცხადებთ თანადგომას და ვგლოვობიტალიელ ხალხთან, მთელ მსოფლიოსთან და თქვენს მეგობრებთან ერთად", - აღნიშნულია ჩანაწერში.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე