26 აგვისტოს დისკუსია „ქალი საჯარო სივრცეში“ გაიმართებოდა

საქართველო, თბილისი - 15:38 | 26.08.2016
ნანახია: 1324

26 აგვისტოს, 20 საათზე, ბათუმში,  6 მაისის სახელობის პარკში, გაიმართება დისკუსია - „ქალი საჯარო სივრცეში“. დისკუსიას  ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და მაჟორიტარობის კანდიდატები თბილისში,   პარლამენტის წევრები თამარ კორძაია და თამარ ხიდაშელი გაუძღვებიან.

ღია ცის ქვეშ მოეწყობა მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, რომელის შემდეგაც გაიმართება დისკუსია.

„ჩვენ უნდა გავთავისუფლდეთ სტერეოტიპებისგან, თითქოს მაჟორიტარულ ბრძოლას  მამაკაცები იგებენ, რომ  პოლიტიკაში ქალის ადგილი არ არის,  ქალები სოლიდარულები არ არიან და  მეტ ქალს პოლიტიკაში საზოგადოება მხარს არ უჭერს“,- ხათუნა სამნიძე.

ღონისძიებას, რომელიც ღიაა ნებისმიერი მსურველისთვის რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლები, მხარდამჭერები და აჭარაში მოღვაწე ქალები დაესწრებიან.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე