სტადიონი ავტოფარეხების ნაცვლად - საბურთალოზე მესაკუთრეებმა ავტოფარეხები დაშალეს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 26.08.2016
ნანახია: 1493

საბურთალოს რაიონში, ჩიქოვანის ქუჩის N16-სა და N20-ს შორის არსებულ შიდა ეზოში ოთხი ავტოფარეხის ადგილას სპორტული მოედანი მოეწყობა - ეს გადაწყვეტილება რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ ადგილობრივებს პირადად გააცნო და მადლობა გადაუხადა ასეთი გამბედაობისა და სამოქალაქო პასუხისმგებლობის გამოჩენისათვის.

ბექა მიქაუტაძის განმარტებით, გამგეობა მზადაა განიხილოს ეზოების კეთილმოწყობის საკითხი იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივი მცხოვრებლები დაშლიან უსახურ ავტოფარეხებს და გაათავისუფლებენ ტერიტორიას მათ უბნებში. ასეთ შემთხვევებში, გამგეობა მათთან ერთად შეათანხმებს ტერიტორიის კეთილმოწყობის პროექტს და განახორციელებს კიდეც.

„საბურთალოზე იყო კიდევ რამდენიმე მისამართი, სადაც ავტოფარეხების მეპატრონეთა უმეტესობაშეთანხმდა მათ საკუთრებაში არსებული ფარეხების დაშლაზე და ჩვენმა სპეციალისტმა ეზოს კეთილმოწყობის დიზაინპროექტი მოამზადა, სადაც გათვალისწინებული იყო სპორტული და სათამაშო მოედანი, მოსასვენებელი ზონა და პარკინგი, თუმცა საკითხი საბოლოოდ ვერ გადაწყდა და შესაბამისად, ვერ განხორციელდა. მიუხედავად ამისა, გამოჩნდნენ ავტოფარეხის მესაკუთრეები ჩიქოვანის ქუჩაზე, რომლებმაც თავად დაშალეს ეს კონსტრუქციები, გამგეობამ კი დანაპირები აასრულა და იმ მასშტაბებში, რის საშუალებასაც ეს ტერიტოირია იძლევა, მცირე ზომის სპორტულ მოედანს მოვაწყობთ,“ - განაცხადა ადგილობრივებთან შეხვედრაზე ბექა მიქაუტაძემ.

აღნიშნულ ეზოში ოთხი ავტოფარეხის დემონტაჟის შედეგად, 120მ2 ტერიტორია გათავისუფლდა და სწორედ ამ ფარგლებში მოეწყობა მინი-სტადიონი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე