შვედეთში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრი დაზარალებულ მამაკაცებს მოემსახურება

საქართველო, თბილისი - 12:42 | 16.10.2015
ნანახია: 2128

შვედეთში მამაკაცებისთვის ძალადობის მსხვერპლთა დახმარების ცენტრი გაიხსნა. დაწესებულება შვედურმა კლინიკამ Södersjukhuset-მა სტოკჰოლმში გახსნა. გამოცემა The Local-ი წერს, რომ კლინიკას სამედიცინო მომსახურებისთვის შეუძლიათ მიმართონ მამაკაცებმა, რომლებიც ოდესმე გაუპატიურების ან სხვა სახის ძალადობის მსხვრეპლნი ყოფილან.

ცენტრის დაფუძნებას მხარს უჭერდნენ ლიბერალური პარტიის წარმომადგენლები და ქრისტიან დემოკარტები.

სამოქალაქო აქტივისტები ვარაუდობენ, რომ კლინიკის არსებობა გააქარწყლებს მოსახრებას, რომ გაუპატიურებული მამაკაცის მხრიდან დახმარების თხოვნა”მამკაცური საქციელი არ არის”.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, შვედეთში ევროპის ქვეყნებს შორის ძალადობის კუთხით ყველაზე მეტი დანაშაული ხდება. ყოველწლიურად 100 ათასი დანაშაულიდან 6,7 ათასი ძალადობსი ფაქტი ფიქსირდება, თუმცა სტატისტიკაში აღნიშნული არ არის რამდენი მამაკაცი ხდება ამგვარი ძალადობის მსხვერპლი.





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე