საქართველოს პრეზიდენტს რეზიდენციით თბილისში ავსტრიის რესპუბლიკის პირველმა ელჩმა რწმუნებათა სიგელები გადასცა

საქართველო, თბილისი - 13:41 | 26.08.2016
ნანახია: 1631

საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში, დღეს რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონია გაიმართა. სახელმწიფოს მეთაურს რწმუნებათა სიგელები რეზიდენციით თბილისში ავსტრიისრესპუბლიკის პირველმა საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა არად ბენკომ გადასცა.

რწმუნებათა სიგელების გადაცემის ოფიციალური ცერემონიის დასრულების შემდეგ მხარეებს შორის შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრისას ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების აუცილებლობის შესახებ ისაუბრეს და დიპლომატიური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივებიგანიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა კიდევ ერთხელ აღინიშნა თბილისში ავსტრიის საელჩოს გახსნის მნიშვნელობა, რომლის თაობაზეც საუბარი ორი ქვეყნის პრეზიდენტებს შორის, ჯერ კიდევ, 2015 წლის მაისში, საქართველოში ავსტრიის პრეზიდენტის ვიზიტისას შედგა.

მხარეებმა ხაზი გაუსვეს უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების ურთიერთგაცვლისა და საერთაშორისო ასპარეზზე ორი ქვეყნის პარტნიორული თანამშრომლობის მნიშვნელობას.

თავის მხრივ, არად ბენკომ კიდევ ერთხელ, დაადასტურა საქართველოს მხარდაჭერა ევროპულ სტრუქტურებში ინტეგრაციის კუთხით და გამოთქვა მზაობა, მაქსიმალურად შეუწყოს ხელი ორქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების შემდგომ განვითარებას.

გიორგი მარგველაშვილმა დიპლომატს შემდგომ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე