ჯო ბაიდენი: გიულენის ექსტრადირების მოთხოვნა სამხედრო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება

საქართველო, თბილისი - 16:52 | 24.08.2016
ნანახია: 1512

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, თურქეთმა ფეთჰულაჰ გიულენის ექსტრადირება ოფიციალურად მოითხოვა, მაგრამ ეს მოთხოვნა ქვეყანაში მომხდარ წარუმატებელ სამხედრო გადატრიალების მცდელობას არ უკავშირდება.უფრო მეტიც ამ საკითხთან დაკავშირებით მათთვის რაიმე მტკიცებულებაც კი არ მიუწოდებიათ.

15 ივლისის სამხედრო გადატრიალების მცდელობის შემდეგ, გიულენის ექსტრადირების და სირიის საკითხების დღის წესრიგში ყოფნის პერიოდში ბაიდენი დღეს ანკარას ეწვია.

ბაიდენმა, ვიზიტის წინ გაზეთ Milliyet-ში საკუთარი სტატია გამოაქვეყნა.

ბაიდენის თქმით, თურქულ მედიაში გავრცელებული უსაფუძვლო ინფრომაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ გადატრიალების მცდელობის უკან აშშ დგას, ორი ქვეყნის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.

″როგორც თურქი ხალხის დიდი ხნის მეგობარი, ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რომ ზოგიერთი წრეები ავრცელებენსპეკულაციებს, თითქოს აშშ საკითხთან დაკავშირებით წინასწარ ფლობდა რაიმე ინფორმაციას ან ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს გადატრიალების მცდელობას. ასეთი განცხადებები, სრულიად არარეალური, საშიში და უპასუხისმგებლო განცხადებებია რაც მიზნად ისახავ ჩვენი ალიანსის შესასუსტებას.″-განაცხადა მან.

ბაიდენი, თურქეთის მიერ გიულენის დაჟინებული ექსტრადირების მოთხოვნასაც შეეხო.

″გავრცელებული ხმები იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტი ობამა და მე, ფეთჰულაჰ გიულენის დაუყოვნებლივ ექსტრადირების გადაწყვეტილებას მარტივად მივიღებთ, ასევე ზიანის მომტანია. აშშ-ის მართვის სისტემაში აღმასრულებელ და სასამართლო ორგანოებს ერთმანეთისგან ცალკე და დამოუკიდებელი როელბი აკისრიათ, აქედან გამომდინარე, ამის გაკეთება აშკარად შეუძლებელია. ფაქტობრივად, ამ მიმართულებით ჩვენი ნებისმიერი მცდელობა კანონსაწინააღმდეგო იქნება.″-აღნიშნა ბაიდენმა.

ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის განცხადებით, მისი ქვეყანა, ექსტრადირებასთან დაკავშირებით მოთხოვნებს მხოლოდ კანონის ფარგლებში და ორ ქვეყანას შორის არსებული კანონიერი ხელშეკრულების საფუძველზე შეასრულებს.

″ექსტრადირების პროცესი, როგორც ორი ქვეყნის მთავრობების მიერ ხელმოწერილი ორმხვრივი შეთანხმების საფუძველზე, ასევე აშშ-ის მყარი საფუძვლის მქონე შიდა კანონმდებლობის შესაბამისად მიმდინარეობს. ექსტრადირების მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საკმარისი მტკიცებულებების არსებობის შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებელმა ფედერალურმა სასამართლომ უნდა მიიღოს.″-განაცხადა მან.

″ეს, ნებისმიერ შემთხვევაში შრომატევადი პროცესია. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ გიულენის ექსტრადირებასთან დაკავშირებით ჩვენთვის მოწოდებული დოკუმენტაცია გადატრიალების მცდელობამდემისი საქმიანობის შესახებ სავარაუდო ბრალდებებსეხება.  თურქეთის მოთხოვნა გიულენის ექსტრადირების შესახებ არ უკავშირდება მისშესაძლო კავშირს თურქეთში მომხდარ სამხედრო გადატრიალების მცდელობას. თუმცა, ჩვენი სასამართლო ექსპერტები, ექსტრადირებასთან დაკავშირებით სამართლებრივი ნორმების დასაცავად თურქ კოლეგებთან ერთად ძალიან ფრთხილად მუშაობენ.″- ბაიდენმა სტატია ამ სიტყვებით დაასრულა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე