ყაზახი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში

საქართველო, თბილისი - 10:39 | 24.08.2016
ნანახია: 1399

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მიერ ორგანიზებული პრესტურის ფარგლებში აჭარას ცნობილი ყაზახური მედიის წარმომადგენლები სტუმრობენ. ჟურნალისტები რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს სამი დღის განმავლობაში ეცნობიან. პრესტურის დასაწყისში მათთვის ტურიზმის დეპარტამენტში რეგიონის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც ჟურნალისტებს რეგიონში არსებული ტურისტული პროდუქტების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია. პრეზენტაციის შემდეგ ყაზახეთის ნაციონალური ტელევიზიისა და ვებპორტალების ჟურნალისტებმა ქალაქის ღირსშესანიშნაობები, ბათუმის ბოტანიკური ბაღი, დელფინარიუმი და გონიოს ციხე მოინახულეს.  პრესტურის ფარგლებში ისინი ასევე ეწვევიან მაღლამთიან აჭარას, სადაც ადგილობრივ კერძებს დააგემოვნებენ და ქართულ ფოლკორს გაეცნობიან.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენმა ყაზახი ჟურნალისტების პრესტურს წელს მეორედ გაუწია ორგანიზება. ყაზახეთში რეგიონის ტურისტული პოტენციალის რეკლამირება კი  2013 წლიდან მიმდინარეობს. მას შემდეგ ყოველწლიურად იზრდება აჭარაში შემოსული ყაზახი ტურისტების რაოდენობაც. მიმდინარე წელს ტურისტების ზრდას ხელი ყაზახეთიდან ბათუმის მიმართულებით დანიშნულმა პირდაპირმა ფრენებმაც შეუწყო. წელს, ყაზახეთის მსხვილი ქალაქებიდან ბათუმის მიმართულებით ფრენებს ავიაკომპანიები Scat და Skybus ასრულებენ.  

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე