გიორგი მდინარაძე GFK-ს კვლევებზე - ამ ორგანიზაციას თურქეთში საგადასახადო თაღლითობაში ედებოდათ ბრალი

საქართველო, თბილისი - 10:25 | 24.08.2016
ნანახია: 1867

"ქართული ოცნება" GFK-ის  კვლევას არ ენდობა, ამის შესახებ მართველი გუნდის წარმომადგენელმა მამაუკა მდინარაძემ გადაცემა "არჩევანის" პირდაპირ ეთერში ისაუბრა.  

მდინარაძემ ორგანიზაციის რეპუტაციაზე ისაუბრა. 

„ამ ორგანიზაციას უკრაინაში აეკრძალა სატელევიზიო რეიტინგების გაზომვა, რადგან მათი კვლევის თანახმად აღმოჩნდა, რომ ყირიმის მოსახლეობას აბსოლუტურ უმრავლესობას უნდოდათ რუსეთთან შეერთება. ასევე ამ ორგანიზაციას თურქეთში საგადასახადო თაღლითობაში ედებოდათ ბრალი და საუბარი იყო 28 მილიონ დოლარზე. ამ ორგანიზაციამ ადრეც ჩაატარა საქართველოში კვლევა და რეალურად არჩევნების დროს ცდომილება აღმოჩნდა 30%-ზე მეტი,“- აცხადებს მამუკა მდინარაძე.

 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე