BBC: თურქეთის ეროვნულ დაზვერვას გერმანიაში 6 ათასამდე ინფორმატორი ჰყავს

საქართველო, თბილისი - 10:08 | 24.08.2016
ნანახია: 1582

გერმანელი დეპუტატი, გერმანიაში, თურქეთის ეროვნული დაზვერვის(MIT) საქმიანობის გამოკვლევას ითხოვს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გაზეთი DieWelt-ი ავრცელებს.

გაზეთის ინფორმაციით,თურქეთის ეროვნული დაზვერვისოფიციალური პირები″ინფორმატორებთან″ ერთად გერმანიაში იმ გერმანელებს უთვალთვალებენ რომლებიც წარმოშობით თურქეთიდან არიან და ისინი ზეწოლის ქვეშ იმყოფებიან.

გერმანიის მწვანეთა პარტიის დეპუტატმა უსაფრთხოებისა და დაზვერვის საკითხებში ექსპერტმა ჰანს-ქრისტიან სტრობელმა გაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ შვებულებიდან დაბრუნების შემდეგ ამ საკითხის გერმსნიის ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტში განსახილველად გატანას აპირებს.

სტრობელის თქმით, თურქეთის ეროვნული დაზვერვის სამსახური გერმანიაში წარმოუდგენლად ფარული საქმიანობით არის დაკავებული. დეპუტატი ასევე ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გერმანიის საშინაო დაზვერვის საკონსტიტუციო დაცვის სააგენტომ, საგარეო დაზვერვის BND და პოლიციამ თურქეთთან თანამშრომლობა უნდა შეამოწმონ.

სტატიაში ასევე აღნიშნულია,რომ გერმანიაში მცხოვრები თურქი მოქალაქეებისა და წარმოშიბით თურქეთიდან მყოფი გერმანელების რაოდენობა 3 მილიონს აღწევს.

ამ ინფორმაციას ბრიტანულმა გაზეთებმაც დიდი ადგილი დაუთმეს. გაზეთმა Times-მა საკითხთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ სტატიაში თურქეთის ეროვნული დაზვერვა, ყოფილ აღმოსავლეთ გერმანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის ერთეულს სტასის(Stasi) შეადარა.

სტატიაში ასევე ნათქვამია, რომ ″გასულ წელს გერმანიაში აღმოჩენილი დოკუმენტები, ჯაშუშური ქსელი თურქეთს ძვირი არ დაჯდომია, რადგან როგორც ჩანს ძალიან ბევრი ინფორმატორი ერდოღანისთვის ერთგულების გამოხატვის გამო მოხალისედ მუშაობს″

Financial Times-ი კი ამ თემაზე გამოქვეყნებულ სტატიაში, ″გერმანიაში თურქული საზოგადოება ერდოღანის მხარდემჭერები და მისი ისლამისტური და მზარდი ავტორიტეტული პოლიტიკის კრიტიკოსები, ორად არიან დაყოფილი.″

Financial Times-ის ინფორმაციით, გერმანიის კანცლერის სამსახურიც, საპარლამენტო კომიტეტს ყველანაირი საჭირო ინფორმაციით უზრუნველყოფს.



პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე