დღეს 21:00 საათიდან, გარკვეულ უბნებში, გარკვეულ უბნებში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

საქართველო, თბილისი - 11:07 | 16.10.2015
ნანახია: 1673

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ონფორმაციით, „თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, 16 ოქტომბერს 21:00 საათიდან 18 ოქტომბრის 23:00 საათამდე, დედაქალაქის გარკვეულ უბნებში აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

16 ოქტომბერს 18:00 საათიდან მოძრაობა აიკრძალება ვარდების მოედანზე, ხოლო 21:00 საათიდან ღვინის აღმართიდან და მეტეხის ქუჩიდან ევროპის მოედანის მიმართულებით, ევროპის მოედნიდან მეტეხის ხიდის და გორგასლის მოედნის მიმართულებით. ავტომანქანები ასევე ვერ იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე, თბილისის ბალნეოლოგიურ კურორტამდე. მარჯვენა სანაპიროზე ავტომანქანები ორმხრივად იმოძრავებენ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.

„თბილისობის“ დღესასწაულთან დაკავშრებით გამართულ ღონისძიებებზე დასწრების მსურველებს ავტომანქანების გაჩერება შეეძლებათ ევროპის მოედანზე, მიწისქვეშა ავტოსადგომზე და ავლაბრის მოედანზე.

საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით გაძლიერდება პატრულირება ქალაქის პარკებში, სკვერებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც გაიმართება სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე