საშემოდგომო საჩუქრების ბუმი „ტექნო ბუმში“

საქართველო, თბილისი - 10:30 | 16.10.2015
ნანახია: 2230

ტექნიკის ბაზარზე ყველაზე დაბალი ფასებითა და ტექნიკის მრავალფეროვანი არჩევანით გამორჩეულ კომპანია „ტექნო ბუმში“ საშემოდგომო საჩუქრების დიდი ბუმი დაიწყო. კომპანიის ინფორმაციით, დღეიდან მხოლოდ 5 დღით, თითოეულ თქვენგანს გეძლევათ უნიკალური შანსი, შეიძინოთ ნებისმიერი ბრენდისა და მოდელის მსხვილი ტექნიკა ან 50 ლარის ღირებულების ორი წვრილი ტექნიკა და მიიღოთ იღბლიანი ბარათი. ბარათში კი თქვენ შეიძლება აღმოაჩინოთ: მაცივარი,სარეცხი მანქანა, გაზქურა, ღუმელი ტელევიზორი,მობილური ტელეფონი , ჩაიდანი, უთო , მიქსერი, ღუმელი ან სხვა დასახელების ტექნიკა.

„საშემოდგომო საჩუქრების რთველი თითოეულ მომხმარებელს აძლევს შანსს, სახლში მნიშვნელოვანი საჩუქრით დაბრუნდეს . სასურველი ბრენდისა და მოდელის, ნებისმიერი დასახელების ტექნიკის შეძენისას გადმოგეცემათ იღბლიანი ბარათი, მას ადგილზე გადაფხეკთ, სადაც საჩუქრის დასახელება იქნება მითითებული. არ დაგავიწყდეთ, რომ ყველა ბარათში საჩუქარია“, -აცხადებენ „ტექნო ბუმში“.

საშემოდგომო საჩუქრების რთველი და დიდი ბუმი „ტექნო ბუმის“ ყველა ცენტრში: თბილისში, რუსთავში, გორში, ზესტაფონში, ქუთაისში, ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, ახალქალაქში, თელავში, ლანჩხუთსა და სენაკში დღეს დაიწყო და ხუთი დღის განმავლობაში გაგრძელდება.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე