ეკა ბესელია: ძნელია განსაზღვრა ვის ბრალეულობას დაადგენს ჰააგის სასამართლო

საქართველო, თბილისი - 20:01 | 15.10.2015
ნანახია: 1892

"ძნელია განსაზღვრა ვის ბრალეულობას დაადგენს ჰააგის სასამართლო,"- ამ განცხადებას ეკა ბესელია ჰააგის სასამართლოს მიერ დაწყებულ გამოძიებაზე და 2008 წლის აგვისტოს ომზე აკეთებს.  

"მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი რომის ტატუტის მონაწილე ქვეყანა არ არის, ეს არ ათავისუფლებს პასუსხისმგებლობიდან კონკრეტულ პირებს ვის ბრალეულობასაც დაადგენს ჰააგის სასამართლო, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი ნებისმიერი დანაშაულებრივი ქმედება და ე.წ. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორია, თუ დადგინდება, რომ ომის დანაშაულობებს ჰქონდა ადგილი, ნებისმიერი პირის მიმართ მათ შორის სხვა ქვეყნის, იმ ქვეყნის მოქალაქეც კი და თანამდებობის პირი, რომელიც არ არის ამ ხელშეკრულების მონაწილე ჰააგის სასამართლოს ასეთი პირების პასუხისგებაში მიცემა შეუძლია,"- აცხადებს ეკა ბესელია. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე