სტუ პავლოდარის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ითანამშრომლებს

საქართველო, თბილისი - 17:42 | 15.10.2015
ნანახია: 2030

16 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში იგეგმება ხელმოწერა მემორანდუმზე: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ითანამშრომლებს ყაზახეთის ს. ტორაჰგიროვას სახელობის პავლოდარის სახელმწიფო უნივერსიტეტთან.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო ეკონომიკის დეპარტამენტის უფროსის, პროფესორ ალექსანდრე სიჭინავას განცხდებით, თანამშრომლობა გულისხმობს სტუდეტებისა და პროფესორ-მასწავლებლების ურთიერთგაცვლას, ასევე, გამოცდილების გაზიარებას მეცნიერებისა და სწავლების დარგში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე