რუსმა ოკუპანტებმა 2 ქართველი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 11:03 | 14.08.2016
ნანახია: 2270

საოკუპაციო ხაზთან კიდევ 2 ქართველი - ლევან მორგოშია და ფრიდონ მატკავა გაიტაცეს. მორგოშია და მატკავა თევზაობდნენ, რა დროსაც ისინი რუსმა ოკუპანტებმა დააკავეს.

გატაცება სოფელ რუხში მოხდა, მათთან ერთად კიდევ ერთი ადგილობრივი იმყოფებოდა, რომელმაც გაქცევა მოახერხა. 

არსებული ინფორმაციით გატაცებულები გალში, წინასწარი დაკავები იზოლატორში არიან გადაყვანილები.

ერთ-ერთი გატაცებული მძიმე სენით არის დაავადებული და მუდმივ მკურნალობას საჭიროებს.

მარგოშიასა და მატკავას ოჯახები დახმარებას ითხოვენ. 





არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე